რიგების დარეგულირებისა და სასაზღვრო ზოლზე შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ყველა სახის სატვირთო მანქანა, რომელიც მიემართება სარფის, ყაზბეგის, წითელი ხიდის, სადახლო – საავტომობილო გზის, ლაგოდეხის, გუგუთის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ცარიელი თუ დატვირთული, მისვლისას ვალდებულია დაპარკინგდეს საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ავტოსადგომებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N 442 დადგენილების დებულებებს პარკინგების ფუნქციონირების პირობებისა და დამტკიცების შესახებ და ჩართულნი არიან ავტომობილების მართვის ელექტრონულ სისტემაში.