ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2023“ გაიმართვა, რომლის მთავარი სპონსორიც იყო მერფი ყაზბეგი.

ღონისძიება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კვებისა და სასმლის, წიგნების გამოფენა-გაყიდვის სივრცეები.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული მეწარმეების მრავალფეროვანი ნამუშევრები.

ასევე ხელმისაწვდომი იყო წიგნების გამოფენა-გაყიდვის სივრცე, რომლის ფარგლებშიც გამომცემლობებმა - სულაკაურმა და პალიტრა L-მა მოსახლეობას ფასდაკლებები შესთავაზეს.

საგანმანათლებლო სივრცეში მსმენელს ხვიჩა არაბულმა უმასპინძლა, რომელიც დაინტერესებულ პირებს ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაზე ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მერფი ყაზბეგი მუდმივად ჩართულია ახალგაზრდების განვითარების საქმეში. კომპანიას არაერთხელ დაუფინანსებია სპორტული წრის წარმომადგენლები სხვადასხვა შეჯიბრში მონაწილეობის მიღებისას.

ყაზბეგში 24-25 ივნისს ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ჩატარდა.
მერფი ყაზბეგი ტურნირის ერთ-ერთი სპონსორი იყო.
ტრადიციულ ჩემპიონატში, რომელიც ყოველწლიურად ყაზბეგში იმართება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი უმცროსი ასაკის მოჭიდავე მონაწილეობდა.
აღსანიშნავია ხუთი ადგილობრივი, რომლებმაც საპრიზო ადგილები გაინაწილეს.

23 ოქტომბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა ბავშვებს შორის ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში.
თვრამეტი წონით კატეგორიაში, 200-ზე მეტი უმცროსი მოჭიდავე მონაწილეობდა მთელი საქართველოდან , მათ შორის 72 პრიზიორი გახდა.
ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი მერფი ყაზბეგი იყო.

11 ივნისს ქალაქ ქუთაისში სტარტი აიღო ირაკლი წოწონავას სახელობის ტურნირმა თავისუფალ ჭიდაობაში, ბავშვთა შორის. ჩემპიონატზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ჭიდაობის წრის შვიდმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გუნდის ტურნირზე გამგზავრებისათვის საჭირო ხარჯები უზრუნველყო შ.პ.ს. "მერფი ყაზბეგმა".

 

ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის მიერ მოწყბილი ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 
მერფი ყაზბეგის ორგანიზებით და სპონსორობით რაგბის ჩემპიონატი
კასპიის მე -5 საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი თბილისი 2018